ნიკოლა სარკოზის თანამედროვე ტექნიკის მოხმარება საერთოდ არ შეუძლია, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიოსადგურ RTL-თან საუბრისას აღიარა.
ინტერვიუში სარკოზიმ საკუთარ თავს "სრული ნული უწოდა ყველაფერში, რაც კომპიუტერს და ტექნიკას ეხება" და დასძინა, რომ როდესაც მისი მეუღლე შინ არაა, "მას ზოგჯერ ტელევიზორის ჩართვაც კი უჭირს".
სარკოზიმ აღნიშნა, რომ მისი საყვარელი სიმღერაა შარლ აზნავურის სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი კომპოზიცია - "ისინი ეცემოდნენ".
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ელოდება და ყოველ დილით ფიქრობს, რომ ”ცხოვრება მშვენიერია”.
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 6 მაისს ჩატარდება. პირველ ტურში ნიკოლა სარკოზიმ სოციალისტების კანდიდატთან ფრანსუა ოლანდთან წააგო. ოლანდმა ხმების - 28,63%, ხოლო სრკოზიმ 27,18% დააგროვა.
მომზადებულია RTL-ის მიხედვით.