ფრანსუა ოლანდი ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების გაყვანის მომხრეა

ფრანსუა ოლანდი ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების გაყვანის მომხრეა

ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარებს გაიყვანს. ამის შესახებ "სოციალისტების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფრანსუა ოლანდმა ნიკოლა სარკოზისთან ტელედებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის საფრანგეთის სამხედრო ნაწილებს სამშობლოში დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, უახლოესი რვა თვის განმავლობაში დააბრუნებს.

"ავღანეთის მისია უკვე დასრულებულია. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს გავაჩეროთ იქ ჩვენი ჯარისკაცები. ისინი სამშობლოში ამ წელსვე უნდა დაბრუნდნენ", - მიიჩნევს ოლანდი.

ოლანდს არ ეთანხმება საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი. მისი თქმით, ავღანეთის მისია ჯერ არ დასრულებულა და საფრანგეთმა ბოლომდე უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა მოკავშირეების წინაშე.

"ჩვენი სამხედრო ნაწილების ავღანეთიდან წლის ბოლომდე სრულად გამოყვანა ტექნიკურადაც შეუძლებელია", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ. მისივე თქმით, თუ პრეზიდენტის პოსტზე ისევ მას აირჩევენ, ის აპირებს გააგრძელოს აშშ-სთან ადრე მიღწეული შეთანხმება და ავღანეთში შეამციროს ფრანგული კონტინგენტის რაოდენობა, ხოლო ქვეყანა საბოლოოდ 2013 წლისთვის დატოვოს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისსაა დანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა