მოსკოვში ოპოზიციის "მილიონიანი მარში" მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვში ოპოზიციის "მილიონიანი მარში" მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვში ოპოზიციის "მილიონიანი მარში" მსხვერპლით დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მიტინგს ერთი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა.

არსებული ცნობით, მამაკაცი, რომელიც მიტინგის მსვლელობის გადაღებას ფოტოაპარატით ცდილობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ოპოზიციის გუშინდელი "მილიონიანი მარში" პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა 436 პირი დააკავეს, რომელთა ნაწილი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩება, თუმცა უმეტესობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს.

არსებული ცნობით, მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდა 30 სამართალდამცველი, რომელთა ნაწილიც ჰოსპიტალიზებულია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა