The Guardian-მა მსოფლიო ლიდერები სიმაღლის მიხედვით დააწყო

The Guardian-მა მსოფლიო ლიდერები სიმაღლის მიხედვით დააწყო

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა რეიტინგი შეადგინა, რომელშიც მსოფლიოს ამჟამინდელი ლიდერების სიმაღლე ყოფილი ლიდერების საშუალო სიმაღლეს შეადარა.

ჩატარებული კვლევის თანახმად, სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ საკუთარი ლიდერის პატივისცემასა და აღქმაში სიმაღლე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რეიტინგის თანახმად, ამჟამინდელ მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა, რომლის სიმაღლე 185 სმ-ია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 182 სმ-ს შეადგენს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის სიმაღლეც 185 სმ-ია, გაერთიანებული სამეფოს ლიდერთა საშუალო მაჩვენებელი კი 172 სმ-ს უტოლდება.

ახლახან არჩეული საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი "სტანდარტზე" 5 სმ-ით დაბალია,- მისი სიმაღლე 170 სმ-ია, მაშინ როცა საფრანგეთის ლიდერთა საშუალო მონაცემი 179, 5 სმ-ს შეადგენს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 165 სმ-ია, მის წინამორბედთა საშუალო სიმაღლეს 12 სმ-ით "ჩამორჩება". გერმანიის წინა კანცლერების საშუალო სიმაღლე 177 სმ-ს უტოლდება.

რეიტინგში რუსეთიც მოხვდა, მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიმაღლე 168 სმ-ია, მაშინ როცა დიმიტრი მედვედევის სიმაღლე 163 სმ, ბორის ელცინის - 187 სმ, ხოლო იოსებ სტალინის 165 სმ იყო.

იხილეთ ვიდეო: მედვედევი და სტალინი ყველაზე დაბალ ლიდერთა ათეულში

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა