წითელი ხალიჩის ყველაზე ვულგარული კაბების ტოპ-ათეული

წითელი ხალიჩის ყველაზე ვულგარული კაბების ტოპ-ათეული

ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის მთავარი ყურადღებაა! ყურადღების მისაქცევად ისინი ხშირად არღვევენ ჩარჩოებს და წითელ ხალიჩაზე ლამის შიშვლები გამოდიან.

ბოლო ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, "მამაკაცები შავებში 3-ის" პრემიერაზე მოხდა. გერმანელ მოდელ მიკაელა შეფერს კინოფირისგან შეკერილი კაბა ეცვა. მაგრამ ვინაიდან პრემიერის დღეს ქარი იყო, კინოფირები აშრიალდა და შეფერის "ღირსებები" ყველამ იხილა.

ამ შემთხვევის გათვალისწინებით, ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა წითელი ხალიჩის ყველაზე ვულგარული კაბების ტოპ-10 გამოავლინა.

რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. კელი ბრუკი

მოდელი ვარდისფერ, მეტად თამამ კაბაში 2000 წელს გამოჩნდა. კაბის დიზაინი ჯულიენ მაკდონალდს ეკუთვნის. მოდელი ამ კაბით მისი საყვარლის, ჯეისონ სტეტჰემის ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე მივიდა. საღამოს მთავარ თემად არა ფილმი, არამედ სწორედ კელის კაბა იქცა.

2. ქრისტინა ჰენდრიქსი

ფილმი "არ ვიცი, ის ამას როგორ აკეთებს" ეკრანებზე სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მიუხედავად მისი წარმატებისა, საზოგადოებას ფილმის პრემიერა მხოლოდ ერთი შემთხვევის გამო დაამახსოვრდა. მსახიობი ქრისტინა ჰენდრიქსი წითელ ხალიჩაზე წითელი, სექსუალური კაბით გამოჩნდა, რომლის დეკოლტე იმდენად თამამი იყო, რომ თვალს ვერავინ სწყვეტდა. ქრისტინას საკმაოდ დიდი ზომის მკერდი აქვს, კაბა კი მკერდს მთლიანად უშიშვლებდა.

3. ლიზ ჰარლი

ლიზ ჰარლის შავი, სექსუალური კაბა, რომელიც მსახიობს 1994 წელს ფილმ ”ოთხი ქორწინებისა და ერთი დაკრძალვის” პრემიერაზე ეცვა, ლეგენდარული კაბების სიაშიც მოხვდა. კაბის დიზაინი "ვერსაჩეს" ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ მას ღრმა დეკოლტე აქვს, სამოსის გვერდები მთლიანად შეხსნილია.

ამ კაბის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა არა მხოლოდ საპრემიეროდ გამზადებული ფილმი, არამედ მისი მთავარი გმირი და ჰარლის მაშინდელი საყვარელი, ჰიუ გრანტიც დაჩრდილა.

4. ლორენ პაპი

მსახიობი ლორენ პაპი ატლასის წითელი, გვერდებზე მთლიანად შეხსნილი კაბით ლონდონში "ბინდი საგა: განთიადის" პრემიერაზე მივიდა.

5. კენდის ბუშე

The Sun-ის ყველაზე ვულგარულთა და სექსუალურთა სიაში აფრიკელი მოდელის, კენდის ბუშეს შავი, გამჭვირვალე კაბაც მოხვდა. კენდისის ინტიმურ ადგილებს მხოლოდ კაბის აჟურული დეტალები ფარავდა.

6. ჯოდი მარში

2006 წელს Just My Luck-ის პრემიერაზე ჯოდი მარში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე თამამი სამოსით გამოცხადდა. ბოდიბილდერი და გლამურული მოდელი წითელ ხალიჩაზე შავი შარვლითა და პიჯაკით გამოჩნდა. პიჯაკი მთლიანად შეხსნილი იყო, ხოლო ბუსტჰალტერის მაგივრობას წვრილი თვლებით გაფორმებული ტყავის ლენტი სწევდა.

7. ტინა ბარეტი

ინგლისელი მომღერლის, ტინა ბარეტის წითელ, თამამ კაბას საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა. კაბა ვარსკვლავის მკერდს, თეძოებს და სასქესო ორგანოს ფარავდა.

8. ნიკოლა მაკლეინი

გამოცემის სიაში მოხვდა ინგლისელი მოდელის, ნიკოლა მაკლეინის შავი, ელეგანტური კაბაც, რომელიც მოდელს გასულ ზაფხულს Larry Crowne-ის პრემიერაზე ეცვა. კაბა მოდელის მკერდის დემონსტრირებას ახდენდა.

9. ტეილორ მომსენი

თინეიჯერი მსახიობი, ტეილორ მომსენი, რომელიც სერიალ "ჭორიკანაში" მონაწილეობს, ჯასტინ ბიბერის ერთ-ერთი კლიპის პრეზენტაციაზე კორსეტსა და ტრუსებში მივიდა.

ამ სამოსის გამო ტეილორს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ. საზოგადოების აზრით, ვარსკვლავმა ცუდი მაგალითი მისცა მის თაყვანისმცემლებს, რომელთა უმეტესობა სრულწლოვანი არაა.

10. ესტელ დესენჯესი

მართალია ესტელი პორნო-ვარსკვლავია, საზოგადოება არ ელოდა, რომ ის საკუთარ პროფესიას წითელ ხალიჩაზეც გაუწევდა რეკლამას. 2009 წელს დესენჯესი Drag Me To Hell-ის პრემიერაზე ღრმა დეკოლტეთი გაფორმებული კაბით მივიდა.

იხილეთ ვიდეო: სკანდალური ტოპმოდელი ფილმის პრემიერაზე თითქმის შიშველი მივიდა

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება