მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ბონოა

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ბონოა

ჯგუფი U2-ს წევრმა ბონომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსის ტიტული პოლ მაკარტნის წაართვა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი Facebook-ის აქციების ღირებულების გაზრდაა, რომლის ნაწილსაც ბონო ფლობს.

ბონომ Facebook-ის აქციების 2,3% 90 მლნ დოლარად ჯერ კიდევ 2009 წელს შეიძინა ამ აქციებს მისი კომპანია Elevation Partners ფლობს. სოციალური ქსელის აქციების მთლიანი ღირებულება 100 მლრდ დოლარს შეადგენს, ამიტომ ბონოს წილი 1,5 მლრდ დოლარს აჭარბებს. ეს თანხა მაკარტნის ქონებაზე ბევრად უფრო მეტია, მაკარტნის ქონება 665 მლნ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

ამასთან, ჯგუფმა U2-მ მუსიკოსების შემოსავლების შარშანდელ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ამ რეიტინგში პირველ ადგილს ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი იკავებს.

მომზადებულია Openspace-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება