მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა და საკუთარ გვერდზე ოჯახური მდგომარეობის შესახებ სტატუსი შეცვალა. საიტზე ცუკერბერგმა საქორწინო ცერემონიის დროს გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რაც სტუმრებისთვის სურულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
მსოფლისო ერთ-ერთი ყევალზე ახალგაზრდა მილიარდელის მეუღლე 27 წლის პრისცილა ჩანი გახდა, რომელსაც მარკი 9 წლის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილმა ერთმანეთი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო.
ერთი კვირის წინ პრისცილამ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე დღეს ცუკერბერგს 28 წელი შეუსრულდა. კალიფორნიის სილიკონის ველში (მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა) გამართულ წვეულებაზე მისულ სტუმრებს არ ეგონათ, რომ ქორწილში აღოჩნდებოდნენ. ღონისძიებას სულ ასამდე სტუმარი ესწრებოდა. წყვილის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, პრისცილას საქორწინო ბეჭდის დიზაინი თავად მარკმა შეიმუშავა - ოქროს ბეჭედი ლალის თვლით.
სოციალური ქსელი Facebook-ი 2004 წლის 4 თებერვალს ჩაეშვა. თავდაპირველად ცუკერბერგმა Facebook-ი მხოლოდ ჰარვარდის უნივრსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნა, თუმცა ამჟამად ის მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელია, რომელიც 845 მლნ ინტერნეტ-მომხმარებელს აერთიანებს. კომპანიის აქტივები ამჟამად 104 მლრდ დოლარად არის შეფასებული.




მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo