სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ლიდერი თანამდებობიდან გადადგა. როგორც უცხოური მედია წერს, ბურჰან გალიუნის გადადგომის შესახებ ორგანიზაცია "დამასკოს დეკლარაციის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სწორედ გალიუნი ხელმძღვანელობდა.

განცხადებაში მითითებულია ისიც, რომ ეროვნულ საბჭოს "დამასკოს დეკლარაცია" მთლიანად ტოვებს.

ბურჰან გალიუნი ეროვნულ საბჭოს სათავეში გასული წლის აგვისტოში ჩაუდგა. 15 მაისს ის ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

სირიის ეროვნული საბჭო ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილ ყველა ოპოზიციურ ძალას აერთიანებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა