ჟურნალისტმა უილ სმიტს კოცნის გამო ბოდიში მოუხადა

ჟურნალისტმა უილ სმიტს კოცნის გამო ბოდიში მოუხადა

უკრაინელმა ჟურნალისტმა, ვიტალი სედუკმა მსახიობ უილ სმიტს მოსკოვში ფილმის პრემიერაზე მისი კოცნის მცდელობისთვის მოუბოდიშა. სედუკმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ბოდიში პორტალ Hip Hollywood-თან ინტერვიუს დროს მოუხადა.

სედუკმა, რომელიც უკრაინის ტელეარხ "1+1"-ზე მუშაობს, განაცხადა, რომ ზედმეტი მოუვიდა, როდესაც უილ სმიტის კოცნა სცადა. ”ეს ემოციური იმპულსი იყო”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სურდა მსახიობისთვის მხოლოდ ლოყაზე ეკოცნა, მაგრამ სმიტი ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ ისე გამოვიდა, თითქოს სედუკი უილისთვის ტუჩებში კოცნას აპირებდა.

ჟურნალისტის თქმით, მას უილზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა და ამისთვის "სლავური ტრადიციით" აკოცა.

ინციდენტი 18 მაისს მოსკოვში კინოთეატრ " Октябрь "-ის წითელ ხალიჩაზე ფილმის "ადამანები შავებში-3" საპრემიერო ჩვენების დროს მოხდა. უილ სმიტი თავიდან ჟურნალისტს მოეხვია, მაგრამ როდესაც მან მისი კოცნა სცადა, სახეში ხელი გაარტყა. უილ სმიტმა დანარჩენ რეპორტიორებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სედიუკმა მისთვის ტუჩებში კოცნა სცადა.

იხილეთ ვიდეო: უილ სმიტმა ჟურნალისტს ხელი დაარტყა

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება