ცნობილი მსახიობი, კირა ნაითლი დაინიშნა. მისი რჩეული როკერი, ჯგუფ Klaxons-ის წევრი ჯეიმს რიგტონია. ვარსკვლავის პრესსპიკერმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ კირა ჯეიმსს 15 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ცოლობაზე დათანხმდა.
27 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი და 28 წლის მუსიკოსი ერთმანეთს გასული წლიდან ხვდებიან. ისინი ერთმანეთს საერთო მეგობარმა, ალექსა ჩანგმა გააცნო.
ოფიციალურად კირა და ჯეიმსი წითელ ხალიჩაზე, პაპარაცების თვალწინ დღემდე არ გამოჩენილან. თუმცა, პაპარაცებმა ქუჩაში მოსეირნე წყვილი არაერთხელ შენიშნეს.
"ოსკარის" ნომინანტი მსახიობი საკუთარ კოლეგას - რუპერტ ფრენდს 5 წლის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილმა ერთად ითამაშა ფილმში "სიამაყე და ცრურწმენა" . კირა და რუპერტი ერთმანეთს 2011 წლის იანვარში დაშორდნენ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.