რისი ეშინიათ ვარსკვლავებს

რისი ეშინიათ ვარსკვლავებს

რას გაურბიან და რისი ეშინიათ ადამიანებს? ამქვეყნად უამრავი ფობია არსებობს, თუმცა ამჯერად ვარსკვლავური ფობიების ნაკრებს გთავაზობთ - ზოგიერთს თურმე ოთახის მცენარეების ეშინია, ზოგს მწერების და ზოგს კიდევ - კარის სახელურების.

სოციოფობია საჯარო გამოსვლების შიშია. თავის დროზე ამ ფობიას განიცდიდა ტომ ჰენქსი, ასევე ბარბარა სტრეიზანდი. ბარბარამ სოციოფობიას მხოლოდ 1994 წელს სძლია, როცა დიდ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა.

აკროფობიით - სიმაღლის შიშით იტანჯება მომღერალი დარენ ჰეისი.

აგორაფობია ღია სივრცის შიშია, რომელიც კიმ ბესინჯერს და დერილ ჰანას ტანჯავთ. აგორაფობიით ასევე იტანჯებოდა მერილინ მონრო.

ყველაზე გავრცელებული კლაუსტროფობიაა - ჩაკეტილი სივრცის შიში. მიშელ პფაიფერი და უმა თურმანი სწორედ კლაუსტროფობები არიან. კლ­ა­უსტროფობიის ერთ-ერთი სა­ხესხვაობაა ასევე ლიფტების შიში, რომელიც თურმე ჯენიფერ ლავ ჰიუიტს სდევს თან.

მოტრიალე კარების, დე­რეფნებისა და გვირაბების შიში ტანჯავს მეთიუ მაკკონაჰის.

აპოპატოფობია საზოგადო საპირფარეშოების შიშია, რომელიც თურმე ბიონსეს ახასიათებს.

კოიმეტროფობია სასაფლაოების შიშია. ასეთი რამ სარა მიშელ გელარს სჭირს. სპეციალურად სერიალისთვის "ბაფი - ვამპირების გამანადგურებელი", რომელშიც მსახიობმა მთავარი როლი ითამაშა, ბუტაფორიული პატარა სასაფლაო იყო გაკეთებული.

კერაუნოფობია ჭექა-ქუხილის შიშია - მადონას თურმე პანიკურად ეშინია ქუხილის.

სიბნელის შიში - ნიქტოფობია - ჯენიფერ ლოპესსა და კიანუ რივზს სდევთ თან.

სიბინძურისა და უწესრიგობის შიში - რიპოფობია - ტანჯავს ცნობილ ვარსკვლავებს ჯესიკა ალბას, დევიდ ბექჰემს, ჰილარი დაფს და შენონ დოერტის.

კარმენ ელექტრასთვის, რომელსაც წყლის ეშინია (აკვაფობია), "მალიბუს მაშველებში" თამაში ნამდვილი გამოცდა იყო. წყლის ასევე ეშინიათ ვაინონა რაიდერს და ჯეკი ჩანს.

აეროფობია თვითმფრინავებით ფრენის შიშია. არასდროს ჯდებიან თვითმფრინავში ამის გამო შარლიზ ტერონი, ვუპი გოლდბერგი, შერი, ჯენიფერ ანისტონი, ბენ აფლეკი, ლარს ფონ ტრიერი და კოლინ ფარელი.

მაიკლ ჯეკსონს თურმე მანქანების საცობის ეშინოდა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული აეროფობიაც ტანჯავდა.

კოულროფობია კლოუ­ნებისა და კლოუნური სახის შიშია. ასეთი რამ ახასიათებთ ჯონი დეპს, დენიელ რედკლიფსა და პი დიდის.

რობი უილიამსს მულტფილმების ეშინია, რობერტ დე ნიროს - კბილის ექიმების, აი გამელოტების შიში კი (პელადოფობია) თურმე ტანჯავთ ტომ კრუზს, ჯორჯ კლუნისა და ჯონ ბონ ჯოვის.

შონ კონერის შუქნიშნის წითელი შუქის ეშინია, ოპრა უინფრის - საღეჭი რეზინის (ჩიკლეფობია), პამელა ანდერსონს - სარკეების. ის არა მარტო ცდილობს სარკეში არ ჩაიხედოს ხშირად, ტელევიზორსაც კი თიშავს, როცა ეკრანზე საკუთარ თავს ხედავს.

ანტიკვარული ავეჯის ეშინია ბილი ბობ ტორნტონს, კარის სახელურების - კამერონ დიასს, ოთახის მცენარეებისა და ზვიგენების (ბოტანოფობია და სელაქოფობია) - კრისტინა რიჩის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს