ბრიუს უილისის და დემი მურის ქალიშვილი ლუდის სმის გამო დააპატიმრეს

ბრიუს უილისის და დემი მურის ქალიშვილი ლუდის სმის გამო დააპატიმრეს

ბრიუს უილისის და დემი მურის ქალიშვილი, სკაუტ უილსი ნიუ-იორკში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში ალკოჰოლის სმის და პოლიციელისთვის ყალბი პირადობის მოწმობის წარდგენის გამო დააპატიმრეს.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 20 წლის სკაუტ უილსი 4 ივნისის ღამეს მეტროში ლუდით ხელში შეამჩნიეს. როდესაც მას დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს, სკაუტმა ყალბი პირადობის მოწმობა წარუდგინა. შედეგად გოგონამ ღამე საკანში გაატარა, მოგვიანებით გირაოს გარეშე გაათავისუფლეს.

უილისის და მურის ქალიშვილი, რომელსაც ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ედება, სასამართლოში 31 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

"ოდესღაც ჩვენ ყველანი ამ ასაკის ვიყავით, ეს საუკუნის დანაშაული არ არის", - ამბობს ადვოკატი.

აშშ-ის კანონმდებლობით, საზოგადოებრივ ადგილებში არა მხოლოდ ალკოჰოლის სმა, არამედ  სპირტიანი სასმელის ბოთლის შეუფუთავად ტარებაც იკრძალება. 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის სპირტიანი სასმელის მიყიდვა აკრძალულია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება