ლედი გაგამ ტვინის შერყევა მიიღო

ლედი გაგამ ტვინის შერყევა მიიღო

ახალ ზელანდიაში, კონცერტის დროს, მოღერალმა ლედი გაგამ ტვინის შერყევა მიიღო. მოცეკვავემ მას ლითონის ბოძი შემთხვევით თავში მოარტყა.

მომღერალი ოკლენდის სცენაზე ჰიტ Judas-ს ასრულებდა, როდესაც დეკორაციის ნაწილი თავში მოხვდა. ვარსკვლავი შეცბუნდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და გამოსვლა დაასრულა.

"ჩემს თაყვანისმცემლებს მინდა ბოდიში მოვუხადო, თუ ჩემი ქცევა უცნაურად მოეჩვენათ. შესაძლოა, ზოგიერთმა ვერ შეამჩნია, რომ თავში ბოძი მომხვდა და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ ეს კონცერტის გაგრძელებაში ხელს ვერ შემიშლის",- მიმართა საკუთარ ფანებს გაგამ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება