აიშვარია რაი - ”არ მაღელვებს, რას ფიქრობს ხალხი”

აიშვარია რაი - ”არ მაღელვებს, რას ფიქრობს ხალხი”

ყოფილი "მის მსოფლიო" და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი ლონდონში სასტუმრო Bulgari- ს გახსნის ცერემონიას მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო.

ვარსკვლავმა არჩევანი ტრადიციულ ინდურ სამოსზე შეაჩერა. მსახიობმა მშობიარობის შემდეგ ფორმა დაკარგა და მაქმანებიან შავ მოსაცმელში ზედმეტ წონას მალავდა. მსახიობის გარეგნობამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

აიშვარია გარეგნობის თემაზე კრიტიკას გულგრილობით პასუხობს და ყველა ინტერვიუსა და ტელეგადაცემაში აცხადებს, რომ არ აღელვებს, ამ საკითხზე რას ფიქრობს ხალხი.

იგივე განაცხადა მან გუშინ გამართულ ღონისძიებაზე. აიშვარიას თქმით, მის ცხოვრებაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი მხოლოდ შვილი და მისი მომავალია.

"გაინტერესებთ, რა არის ნამდვილი ნეტარება? - ეს ჩემს გოგონასთან თამაში და მისი ღიმილია", - განუცადა აიშვარიამ ჟურნალისტებს.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება