მამების დღესთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ-ში 17 ივლისს აღნიშნავენ, საიტმა fandango.com ჰოლივუდის 10 ყველაზე სექსუალური მამა გამოავლინა. პირველი ადგილი ტოპ-ათეულში მეთიუ მაკკონაჰმა დაიკავა.
მაკკონაჰმა, რომელიც საკუთარი შვილების დედაზე გასულ კვირას დაქორწინდა, ხმათა 21%-ით გაიმარჯვა. მისი რჩეული ბრაზილიელი მოდელი კამილე ალვისია.
რეიტინგში მეორე ადგილი 6 შვილის მამამ, ბრედ პიტმა დაიკავა. მან ხმათა 16% დააგროვა.
საპატიო მესამე ადგილი, ხმათა 15%-ით მსახიობმა ჯონი დეპმა მოიპოვა. დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა:
4. მარკ უოლბერგი - 11%
5. კრის ჰემსვორტი - 10 %
6. უილ სმიტი - 8%
7. მეთ დეიმონი - 5%
8. დენზელ ვაშინგტონი - 5%
9. ჰიუ ჯეკმანი - 5%
10. ტომ კრუზი - 4%
მომზადებულია fandango.com-ის მიხედვით.