დაჩქარებული წესით, ერთ დღეში ატესტატის მიღება 50 ლარი ღირს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, განცხადების შეტანიდან 10 დღეში ატესტატს პირი უფასოდ მიიღებს, მაგრამ დაჩქარებული წესით მომსახურება ფასიანია.
დაჩქარებული მომსახურების სერვისით ატესტატის მიღება შესაძლებელია განცხადების წარდგენის დღიდან მე-5, მე-3, მე-2 და იმავე სამუშაო დღესაც.
როგორც რეესტრში აცხადებენ, განცხადების წარდგენიდან მე-5 დღეს ატესტატი გაიცემა 20 ლარად, მე-3 დღეს - 30 ლარად, მე-2 დღეს - 40 ლარი, ხოლო იმავე დღეს - 50 ლარად.
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა ახლახანს დაიწყო. სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.