რა კავშირი აქვს საქართველოსთან თვითმფრინავებს, რომლებსაც აშშ რუსეთისგან ყიდულობს

რა კავშირი აქვს საქართველოსთან თვითმფრინავებს, რომლებსაც აშშ რუსეთისგან ყიდულობს

ბოლო ორი წლის განმავლობაში პენტაგონი რუსეთისგან სამხედრო შვეულმფრენებს აქტიურად ყიდულობს. მართალია, მათ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში იყენებენ, თუმცა, აშკარაა, რომ ამ ქვეყანაში რუსული შეულმფრენები მათ წინაშე დასახულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს.

ამჯერად ამერიკელმა სამხედროებმა რუსებისგან თვითმფრინავების შეძენა პირადი მოხმარების მიზნით განიზრახეს. საუბარი შეეხება Бе-200-ის ტიპის ამფიბიებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები 10 ასეთი თვითმფრინავის შეძენას აპირებს. წინასწარი მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს. თუმცა კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ 2013 წელს იგეგმება. გაისად ამერიკელი საზღვაო ძალები მასშტაბური სწავლებების ჩატარებას აპირებენ. Бе-200-ების შესაძლებლობები სწორედ მაშინ შემოწმდება და კონტრაქტიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაფორმდება.

მანამდე კი რუსებს თვითმფრინავის ელექტრონულ სისტემებში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევთ. გარდა ამისა, ამერიკელების მოთხოვნით, თვითმფრინავი ღამის ხედვის სათვალეების მოხმარებისთვის ადაპტირებული უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის მარკაში გამოყენებული ასოები Бе ქართული გვარის - ბერიაშვილის შესატყვისია. საკონსტრუქტორო ბიურო, რომელმაც ეს თვითმფრინავი შექმნა, ქართველი გიორგი ბერიაშვილის ჩამოყალიბებულია.

ბერიაშვილი 1903 წლის 13 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1923 წელს, თბილისის სარკინიგზო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლა ლელინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო. ორი წლის შემდეგ განაწილებით ამ ინსტიტუტში საზღვაო ავიაციის განყოფილებაში მოხვდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, საკუთარი კონსტრუქციის თვითმფრინავების შექმნა დაიწყო. მისი პირველი სერიული თვითმფრინავი საზღვაო მზვერავი - МБР-2 იყო. 1934 წელს ტაგანროგის საავიაციო ქარხანაში მის სერიულ წარმოებას შეუდგა. იმავე წელს კი ბერიაშვილი (იმ დროისთვის მას გვარი უკვე ბერიევზე ჰქონდა შეცვილილი) ტაგანროგის საავიაციო ქარხნის დირექტორი გახდა.

ბერიაშვილის შექმნილი თვითმფრინავები საქართველოში, ფოთის მახლობლად, პალიასტომის ტბაზე იცდებოდა.

რაც შეეხება Бе-200-ს, ის კომერციული მიზნებისთვის შეიქმნა. ამ ამფიბიას წყლის მარაგის შევსება პირდაპირ ტბიდან ან წყალსატევიდან, წყლის ზედაპირზე მოძრაობისას შუეძლია. ის ბორტზე 12 000 კგ წყალს იღებს.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე