victoria’s secret-ის მოდელს, ალესანდრა ამბროსიოს 7 მაისს მეორე შვილი, ვაჟი შეეძინა, თუმცა, ბავშვის ფოტოები მოდელის თაყვანისმცემლებმა მხოლოდ ახლა იხილეს.
ვარსკვლავმა, სხვა პოპულარული ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი შვილის ფოტოები არ გაყიდა და ისინი სოციალურ ქსელ facebook-ზე, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ბავშვს ალესანდრამ და მისმა მეუღლემ, ბიზნესმენმა ჯეიმი მაუერმა ნოა დაარქვეს. ეს წყვილისთვის მეორე შვილია. მათ უკვე ჰყავთ 3 წლის ქალიშვილი ანია. ნოა ბრაზილიაში გაჩნდა, რამაც წარმოშობით ბრაზილიელი მოდელი ძალიან გაახარა.




მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.