სნუპ დოგი პოლიციამ დააკავა

სნუპ დოგი პოლიციამ დააკავა

ცნობილი რეპერი, სნუპ დოგი პოლიციამ დააკავა. ვარსკვლავს სამართალდამცავებმა ნორვეგიის აეროპორტში 8 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს.

40 წლის რეპერი დაპატიმრებას გადაურჩა, თუმცა ის 12 000 ნორვეგიული კრონით დააჯარიმეს, რაც დახლოებით 2000 აშშ დოლარის ტოლფასია. ვარსკვლავი ნორვეგიაში Hove-ის ფესტივალზე ჩავიდა, სადაც რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სნუპ დოგს პოლიცია ნარკოტიკების გამო აკავებს. იანვარში რეპერი ტეხასში, სიერა ბლანკაში სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა. მას არაერთხელ შექმნია პრობლემა კანონთან ნარკოტიკების გამო. 1993 წელს ვარსკვლავს მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა საბოლოოდ გაამართლეს. 2007 წელს რეპერს 3 წლიანი პირობითი მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც მარიხუანა და იარაღები აღმოუჩინეს.

ამავე წლის დასაწყისში სნუპ დოგი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრას ითხოვდა, რათა მისთვის მარიხუანას ლეგალიზაცია ეთხოვა. რეპერს აშშ-ის პირველ პირთან შეხვედრა "კვამლიან ოთახში" სურდა. 

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება