"ემანუელა" საავადმყოფოში გადაიყვანეს

"ემანუელა" საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნიდერლანდელი მსახიობი და მოდელი სილვია კრისტელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსახიობს, რომელმაც სახელი ეროტიკულ ფილმ "ემანუელაში" თამაშით გაითქვა, ინსულტი აქვს.

59 წლის ვარსკვლავი მძიმე მდგომარეობაშია. ადრე მსახიობს კიბო აღმოუჩინეს, თუმცა, ახლა ინსულტის გამო სიმსივნის მკურნალობა შეწყვეტილია.

სილვიამ კარიერა მოდელობით დაიწყო. 1973 წელს ის "მის ევროპის ტელეწამყვანის" ტიტულის მფლობელი გახდა.

პოპულარობა მსახიობს ეროტიკული ფილმების ციკლმა - "ემანუელამ" მოუტანა. ფილმს საოცრად დიდი გამოხმაურება მოყვა. სილვიამ "ემანუელას" 6 ფილმში ითამაშა.

მსახიობის უკანასკნელი ნამუშევარი "ბანკი" ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. დაავადების გამო ვარსკვლავმა აქტიური მუშაობა შეწყვიტა.

მომზადებულია Het Laatste Nieuwsის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება