მადონამ საკუთარი ვიზიტის გამო იტალიის ერთი მუზეუმი მთელი დღით დაახურინა. ”უფიცის მუზეუმის” ერთი დღით დასაკეტად პოპის დედოფალმა დიდი თანხა გადაიხადა.
უფიცის გალერეა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია იტალიაში. მასში ლეონარდო და ვინჩის ნახატები ინახება.
მომღერალმა მუზეუმში თავისი საყვარელი, 11 წლის შვილი როკო და კიდევ 13 ადამიანი წაიყვანა. როგორც მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, ვარსკვლავი საკმაოდ კარგად ერკვევა ფერწერაში.
"მადონა განსაკუთრებით ბოტიჩელის ნამუშევრებით დაინტერესდა და ასევე ყურადღებით მოისმინა ყველა მითი, რომელიც ამ ნახატების შექმნას უკავშირდება", - განაცხადა მუზეუმის წარმომადგენელმა.
ასევე იხილეთ:
- მადონამ იტალიაში სცენაზე შარვალი ჩაიხადა
- მადონამ სტამბულში სტრიპტიზი მოაწყო
- ისრაელში მადონას კონცერტზე ვიდეოკლიპში ჰიტლერი და სვასტიკა გამოჩნდა
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.