ჯორჯ კლუნი ორ საყვარელთან ერთად ისვენებს

ჯორჯ კლუნი ორ საყვარელთან ერთად ისვენებს

ცნობილი მსახიობი, ჯორჯ კლუნი იტალიაში, კომოს ტბაზე შენიშნეს. ვარსკვლავი ორ საყვარელთან ერთად ისვენებს. ერთ-ერთი მათგანი ჯორჯის ახლანდელი მეგობარი ქალი სტეისი კიბლერია, ხოლო მეორე - მსახიობი კარენ დაფი, რომელსაც ჯორჯი 90-იან წლებში ხვდებოდა.

51 წლის მსახიობმა და მისი ცხოვრების ორმა სიყვარულმა ტბაზე იახტით გაისეირნეს. იმისთვის, რომ ჯორჯის ყოფილ საყვარელს თავი მარტოსულად არ ეგრძნო, მათ კიდევ ერთი მეგობარი შეუერთდათ.

როგორც ჩანს, კლუნი და მისი ყოფილი საყვარელი, რომლებიც ერთმანეთს 1995 წელს ხვდებოდნენ, დაშორების შემდეგ მეგობრებად დარჩნენ, რადგან ვარსკვლავები ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ. ეს ფაქტი არც ჯორჯის ახლანდელ საყვარელს აღიზიანებს. სტეისი და კარენი მეგობრობენ.

"ქალი, რომელსაც ჯორჯი ახლა ხვდება, არაჩვეულებრივია - ის მხიარულია, ჭკვიანი და ლამაზია. ის ისეთია, რომელსაც ნამდვილად მინდა, რომ ჩემი მეგობარი ხვდებოდეს. შინაგანადაც ძალიან ლამაზია" - განუცხადა კლუნის ყოფილმა საყვარელმა ჟურნალ People-ს.

მომზადებულია celebuzz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება