ერთ-ერთი როლის შემსრულებელი სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან", მსახიობი სალომე ნინუა (ტატუკა) ახალი სეზონიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღარ გამოჩნდება. ის სამუშაოდ ბერა ივანიშვილის არხზე "ჯი დი ესზე" გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდია "ღამის შოუმ" მსახიობთან კონტრაქტი სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაწყვიტა. ტელეკომპანია "ჯი დი ესი" საკაბელო ქსელით მაუწყებლობას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს.
"ყველა სიახლე" სალომე ნინუას დაუკავშირდა.
- სალომე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სეზონიდან აღარ მიიღებ მონაწილეობას სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან", ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღე თუ სერიალის შემქმნელებმა გაგათავისუფლეს სამსახურიდან ბერა ივანიშვილთან გადასვლის გამო?
- ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო. ჩემმა გმირმა ტატუკამ ამოწურა საკუთარი თავი სერიალში და ამიტომაც აღარ ვითამაშებ ახალი სეზონიდან.
- ბერა ივანიშვილის არხზე რატომ გადახვედი და რა გადაცემას წაიყვან?
- ტელეკომპანია "ჯი დი ესი" აგვისტოდან გავა ეთერში და მე, მსახიობ დათო გელაძესთან, - "ჯეობარის" გამარჯვებულ ჩელესთან ერთად დილის გადაცემას წავიყვან.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)