მარინა ალექსანდროვას, ფილმიდან - "მიდიოდა მატარებელი", ვაჟი შეეძინა

მარინა ალექსანდროვას, ფილმიდან - "მიდიოდა მატარებელი",  ვაჟი შეეძინა

რუსი მსახიობი მარინა ალექსანდროვა, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის გიორგი შენგელაიას ფილმში "მიდიოდა მატარებელი" განსახირებეული როლით არის ცნობილი, ვაჟის დედა გახდა. ბავშვის მამა რუსეთის პირველი არხის მთავარი რეჟისორი, ანდრეი ბოლტენკოა. მსახიობს შვილი ივლისის დასაწყისში შეეძინა, თუმცა ამ ამბავს საზოგადოებისგან საგულდაგულოდ მალავდა.

"დედაც და ბავშვიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. ბავშვი ნამდვილი გოლიათი დაიბადა! - აცხადებენ მსახიობის მეგობრები, - მარინა ძალიან ბედნიერია!".

მარინა და ანდრეი უკვე ორი წელია ერთად არიან. მანამდე ალექსანდროვა მსახიობ ივან სტებუნოვზე იყო დაქორწინებული, ასევე რომანი ჰქონდა ალექსანდრე დომოგაროვთან. ბოლტენკოს კი ხშირად ხედავდნენ ცნობილი მოდელის, ნატალია ვოდიანოვას გარემოცვაში.

ფილმი "მიდიოდა მატარებელი"გიორგი შენგელაიამ 2005 წელს გადაიღო. სცენარის მიხედვით, მატარებელი თბილისიდან ბათუმში მიდის. მეისრის შეცდომის გამო კი ბათუმის ნაცვლად, ჯერ აფხაზეთის საზღვარზე აღმოჩნდება, შემდეგ კი ჭიათურაში. ამ მატარებლით მიემგზავრებიან ”ათასი ჯურის აფერისტები”. ყველას თავისი თავგადასავალი აქვს.

ფილმში  ცნობილი ქართველი ვარსკვლავები - კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ზურა ყიფშიძე, გივი ბერიკაშვილი, ნანული სარაჯიშვილი თამაშობენ.

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება