ჩარლი ჩაპლინს შვილებისთვის საკუთარი ფილმების ჩვენება არ უყვარდა, რადგან თვლიდა, რომ მისი სურათები მოძველდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაპლინის ქალიშვილი, მსახიობი ჯერალდინ ჩაპლინი უყვება.
"მამა საკუთარ ფილმებს ყოველთვის კრიტიკულად უდგებოდა - შიშობდა, რომ ისინი მოძველდნენ. არ უყვარდა მათი ჩვენთვის ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ სახლში პროექტორი ყოველთვის იდგა, ძალიან ბევრი ხვეწნა გვჭირდებოდა, რომ მას ფილმები ჩვენთვის ეჩვენებინა. იგი არასდროს ყვებოდა,თუ როგორ იღებდა მათ", - ყვება იგი.
ჩარლი ჩაპლინის შემოქმედებაზე საავტორო უფლება მსახიობის ოჯახს 2040 წლამდე ეკუთვნის. სწორედ ამ წელს გადის ჩაპლინის სიკვდილიდან 70 წელი. ოჯახი ჩაპლინის ფილმების კინოჩვენებას რეგულარულად აწყობს.
მსახიობი ჯერალდინ ჩაპლინი ჩარლი ჩაპლინის პირველი შვილია, რომელიც მას ოონა ონილთან შეეძინა. ჯერალდინმა რვა წლის ასაკში მამის გადაღებულ ფილმ "Limelight"-ში პირველად მიიღო მინაწილეობა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.