ვალერი მელაძე ბათუმში კონცერტს გამართავს

ვალერი მელაძე ბათუმში კონცერტს გამართავს

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ვალერი მელაძე მშობლიურ ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს.

როგორც "ამბები.გე”-ს კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი ბათუმში 2 აგვისტოს გაიმართება, რომლის დროსაც მომღერალი მისი ძმის, კონსტანტინე მელაძის მიერ შექმნილ სიმღერებს შეასრულებს.

ვალერი მელაძე საქართველოში 2 თვის წინ იმყოფებოდა. მან თბილისის საკონცერტო დარბაზში აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება