სტალონე ფიქრობს, რომ მისი ვაჟი მოკლეს

სტალონე ფიქრობს, რომ მისი ვაჟი მოკლეს

სილვესტერ სტალონე დარწმუნებულია, რომ მისი უფროსი ვაჟი, სეიჯი მოკლეს. მსახიობმა გადაწყვიტა, თავად გაარკვიოს, რა გახდა მისი ვაჟის სიკვდილის მიზეზი და ვისთვის შეიძლებოდა ეს ხელსაყრელი ყოფილიყო. ამიტომ სილვესტერმა ცნობილი კერძო დეტექტივი სკოტ როსი დაიქირავა, რომელიც ადრე რიანას ცემის საქმეს იძიებდა.

სტალონე ძმასთან, ფრენკთან და გამოძიების წარმომადგენელთან ერთად დეტექტივს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში შეხვდა.

დეტექტივი როსი მსახიობთან უკვე მუშაობდა და მას ოჯახში ენდობიან. მისი ამოცანაა  დაადგინოს, ვის აწყობდა 36 წლის სეიჯის სიკვდილი, მოიხმარდა თუ არა იგი ნარკოტიკებს, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და რა ხდებოდა მის სახლში გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში.

სეიჯ სტალონე 13 ივლისს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციაში სუიციდის და განზრახ მკვლელობის ვერსიები არ განიხილება. გამოძიება ვარაუდობს, რომ გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზაა.

სეიჯის დედა და სტალონეს ყოფილი მეუღლე საშა ზაკი ყვება, რომ სეიჯი გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე სტომატოლოგთან იყო, რომელმაც მას ერთდროულად ხუთი კბილი ამოუღო. ზაკის თქმით, მისი ვაჟი ოპერაციით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუმკლავდა და გამაყუჩებელი საშუალებების გადამეტებული დოზა მიიღო.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება