"მწვანე ბილიკის" ვარსკვლავს გული გაუჩერდა

"მწვანე ბილიკის" ვარსკვლავს გული გაუჩერდა

54 წლის მსახიობ მაიკლ კლარსკ დუნკანს, რომელმაც სახელი ფილმ "მწვანე ბილიკში" თამაშით გაითქვა, გულის შეტევა დაემართა. შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა. საბედნიეროდ სიმაღლეში 194 სმ-იანი და წონაში 140კგ-იანი გიგანტი ვარსკვლავის საყვარელმა, ომაროსა მენიგო-სტალვორტმა მალევე შეამჩნია, რომ მისი მეგობარი მამაკაცი არ სუნთქავდა და სასწრაფო დახმარებას გამოუძახა, ხოლო ექიმების მოსვლამდე მსახიობს გულის მასაჟებს უკეთებდა.

ექიმების განცხადებით, სწორედ მეგობარი გოგონას წყალობით გადარჩა ვარსკვლავი.

ომაროსა მენიგო-სტალვორტი თავადაც მსახიობია და მაიკლს 2010 წლიდან ხვდება. მისივე განცხადებით, დღემდე მსახიობს გულზე პრობლემები არ ჰქონია. ახლა მაიკლი საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მაიკლი ამჟამად ახალ ფილმზე მუშაობს. ფილმი მოკრივეებზე მოგვითხრობს და მას The Challenger-ი ჰქვია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება