მელ გიბსონის ქალიშვილი ლამაზმანად იზრდება

მელ გიბსონის ქალიშვილი ლამაზმანად იზრდება

მელ გიბსონის და ოქსანა გრიგორევას 3 წლის ქალიშვილი, ლუსია ნამდვილ ლამაზმანად იზრდება. პაპარაცებმა გოგონა მამასთან ერთად გადაიღეს. მელი და ლუსია სუპერმარკეტს სტუმრობდნენ.

ლუსიას ხელში ვარდისფერი ბალიში ეკავა, რომელიც სავარაუდოდ მისთვის ძალიან ძვირფასია. მელი გოგონას ძალიან თბილად და მზრუნველობით ეპყრობოდა.

ფოტოების მიხედვით, გიბსონის შვილი დედას ემსგავსება. ლუსიას ოქსანას სახის ნაკვთები და მასავით ლამაზი თმები აქვს.

მელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგმა ”მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის” დიაგნოზი დაუსვა, ძალიან ბედნიერი ჩანდა. ბოლოს მელი და ლუსია ერთად აპრილში შენიშნეს. მაშინ მზრუნველმა მამამ ბავშვი გასართობად საქანელებზე წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა გრიგორევა და მელ გიბსონი დიდხანს დაობდნენ ლუსიას მეურვეობის თაობაზე. ოქსანას ვარსკვლავისგან ალიმენტების მიღება სურდა. მელს ოქსანამ ძალადობაში დასდო ბრალი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება