მომღერალი კენი ვესტი საყვარელს, კიმ კარდაშიანს სიყვარულის ნიშნად დედის ნაქონ ნიშნობის ბეჭედს აჩუქებს. კენი უკვე ესტუმრა კერძო იუველირს და დედის პერსონალური კოლექციიდან ბრილიანტის საყურეები და ლალისთვლიანი ბეჭედი მიუტანა, რათა მისგან ნიშნობის ბეჭედი დაამზადოს.
კენის დედა დონდა 2007 წელს პლასტიკური ქირურგიის შედეგად გარდაიცვალა. დიდი ხნის განმავლობაში კენი ამ ფაქტით თავზარდაცემული იყო; ახლა კი გვერდით ჰყავს ქალი, რომელიც დედასავით უყვარს და თვლის, რომ სამკაულებიც მას უნდა ეკუთვნოდეს.
თუმცა, კენის გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ მისი მეგობრები.
"კენის მეგობრები ფიქრობენ, რომ ეს ცუდი აზრია და ცდილობენ გადააფიქრებინონ. ეს ნივთები დედას ეკუთვნოდა და დაშორების შემდეგ უკან ვეღარ დაიბრუნებს. გარდა ამისა, კიმი ძალიან მდიდარი და პოპულარული ადამიანია; მისი საჩუქრით გაკვირვება შეუძლებელია და თანაც, ძველი სამკაულებით კიმი არ აღფრთოვანდება", - წერს RadarOnline.
მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.