მამაკაცი, რომელმაც დემი მური გააღიმა

მამაკაცი, რომელმაც დემი მური გააღიმა

დემი მური გაღიმებული მას შემდეგ არავის უნახავს, რაც მეუღლეს, ეშტონ კატჩერს დაშორდა. ახლახან მსახიობი ეშტონისა და მილა კუნისის რომანმა ისტერიკაში ჩააგდო. თუმცა დემის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც ისევ შეძლო მისი გაღიმება.

49 წლის დემი მური მასზე 12 წლით პატარა ახალ ზელანდიელ მსახიობს, მარტინ ჰენდერსონს ხვდება. წყვილი პაპარაცებმა კონექტიკუტში, რომანტიკული მოგზაურობისას გადაიღეს. როგორც ჟურნალი Life & Style-ი წერს, დემი და მისი ახალი საყვარელი მოგზაურობისას ერთ სახლში დაბინავდნენ.

აღსანიშნავია, რომ მური ძველ ჩვევებს არ ღალატობს. მისი ახალი მამაკაცი, ეშტონის მსგავსად, მასზე გაცილებით პატარაა. მარტინ ჰენდერსონი 37 წლისაა.

რომანტიკული დასვენებისას დემი მური  ხშირად იღიმოდა. კარგი ხასიათი მსახიობის გარეგნობაზეც აისახა. დემი გაცილებით უკეთ გამოიყურება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება