სწავლება "დიდგორი 2012" დასრულდა

სწავლება "დიდგორი 2012" დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2012" დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის პირველმა პირებმა სწავლების მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით გავლის სერთიფიკატები გადასცეს.

"დიდგორი 2012" ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ჩატარდა. სწავლების მიზანი სამეთაურო რგოლის მართვის უნარების დახვეწა იყო. სწავლების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ და ოპერატიულად ასრულებდნენ დაკისრებულ დავალებებს. წვრთნაზე გამოყენებული იყო რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სპეციალური სიმულატორები. 3თ-ს კონცეფციიდან გამომდინარე, სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ შეიარაღებული ძალების განვითარებაში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე