საფრანგეთში მეჩეთის შესასვლელთან ორი უზარმაზარი ღორის თავი დააგდეს

საფრანგეთში მეჩეთის შესასვლელთან ორი უზარმაზარი ღორის თავი დააგდეს

საფრანგეთის ქალაქ მონტობანის მეჩეთში მისულ მრევლს, სალოცავის შესასვლელში, ორი უზარმაზარი ღორის თავი დახვდა დაგდებული, - იუწყება "ფრანს-პრესი".

მეჩეთის იმამი ჰაჯი მუჰამედი ყვება, რომ ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ირგვლივ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ღორის სისხლი მიმოაქციეს. "არ ვიცი, რა ხდება. ადამიანებმა გონი დაკარგეს, თანაც რამადანის დღეებში", - აცხადებს ჰაჯი მუჰამედი.

მონტობანელი მუსლიმები ყურადღების ცენტრში 2012 წლის მარტში მოექცნენ. მაშინ ისლამისტმა მუჰამედ მერამ, რომელიც "ალ-ქაიდას" მომხრე იყო, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი ორი სამხედრო მოსამსახურე დახვრიტა, რამდენიმე დღის შემდეგ კი სამი ებრაელი ბავშვი და ადგილობრივი რაბინი მოკლა. ტერორისტი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა, როდესაც მისი სახლისთვის შემორტყმული ალყის გარღვევას ცდილობდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა