იაპონია ჰიროსიმას ტრაგედიიდან 67-ე წლისთავს აღნიშნავს

 იაპონია ჰიროსიმას ტრაგედიიდან 67-ე წლისთავს აღნიშნავს

6 აგვისტო იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.

ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ანარქისტების მრავალრიცხოვანი აქციები იმართება. აშშ-ში კი ბირთვული იარაღისა და ერაყის ომის წინააღმდეგ აქციები ტარდება.

1945 წლის 6 აგვისტოს, ამერიკულმა ბომბდამშენმა В-29-მ ჰიროსიმას ტერიტორიაზე კაცობრიობის ისტორიაში პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო. აფეთქების შედეგად დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 200 000-ზე მეტი ადამიანი,  დაახლოებით 160 000-მა კი რადიაციული დასხივება მიიღო. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ, 1945 წლის 9 აგვისტოს იაპონიის მეორე ქალაქი, ნაგასაკი დაიბომბა.

მომზადებულია unn.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა