ჰებეის პროვინციაში ჩინეთის დიდი კედლიდან 36 მეტრი ჩამოინგრა. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ნგრევის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში რამდენიმე დღეა გრძელდება.
რეგიონის მთავრობა აცხადებს, რომ კედლის ჩამონგრეული ნაწილი, ავარიულ მდგომარეობაში იყო და შეკეთებას საჭიროებდა.
ამჟამად მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლის ჩამონგრეულ ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვ.წ. III საუკუნეში დაიწყო.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.