დიდი ბრიტანეთი "სირიის თავისუფალი არმიის" დასახმარებლად 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი "სირიის თავისუფალი არმიის" დასახმარებლად 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ სირიელ აჯანყებულთა შორის ყველაზე დიდი ოპოზიციური დაჯგუფების , "სირიის თავისუფალი არმიის" დასახმარებლად, ქვეყნის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიყოფა.

ჰეიგმა ასევე აღნიშნა, რომ დახმარება აჯენყებულთათვის იარაღის მიწოდებას არ ითვალისწინებს და გამოყოფილი თანხა მხოლოდ მედიკამენტებსა და კავშირგაბმულობის საშუალებებზე დაიხარჯება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ თანამგზავრული კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებით, ოპოზიციური ძალების აქტივისტები შეძლებენ თავი დაიცვან ასადის რეჟიმის დევნისაგან, ასევე თავი დააღწიონ ქვეყანაში შექმნილ საინფორმაციო ვაკუუმს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა