მადონამ რუსები შეურაცხყო

მადონამ რუსები შეურაცხყო

რუსეთის პროფკავშირის აქტივისტები მომღერალ მადონასგან მორალური ზარალის საკომპენსაციოდ 333 მლნ რუბლს ითხოვენ.

"მომღერალ ლუიზა ჩიკონესგან და კონცერტის ორგანიზატორებისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციას - 333 000 000 რუბლს ვითხოვთ. მან მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყო, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწეოდა, მაშინ როდესაც კონცერტს ბავშვები ესწრებოდნენ, ეს კი სანკტ-პეტერბურგში აკრძალულია. კულტურული ქალაქის მცხოვრებლებს მორალური ზიანი მოგვაყენეს",- განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა დარია დედოვამ.

პროფკავშირის აქტივისტებმა და პარტია "ახალმა დიდმა რუსეთმა" სანკტ-პეტერბურგის პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეს. სარჩელს თან ვიდეო-ჩანაწერებიც დაურთეს, სადაც მადონა მართლმადიდებლურ ჯვარს თელავს.

დედოვას თქმით, კონცერტის ორგანიზატორებისგან ამოღებული თანხის ნახევარს პეტერბურგის სამოქალაქო ბიუჯეტში გადარიცხავენ. დარჩენილ ნახევარს კი "ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის პროპაგანდისგან მოსახლეობის დასაცავად გამოიყენებენ."

მადონამ პეტერბურგში კონცერტი 9 აგვისტოს გამართა. კონცერტზე მან ჰომოსექსუალებს დაუჭირა მხარი.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება