თითქოსდა გარდაცვლილი სერჟანტი პავლე თაბაგარი ცოცხალი კაპრალი პავლე კაპანაძე აღმოჩნდა

 თითქოსდა გარდაცვლილი სერჟანტი პავლე თაბაგარი ცოცხალი კაპრალი პავლე კაპანაძე აღმოჩნდა

"ინტერპრესნიუსის" გადამოწმებული ინფორმაციით, qiziyi.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დართულ ფოტოზე გამოსახული სამხედრო არის არა სერჟანტი პავლე თაბაგარი, არამედ კაპრალი პავლე კაპანაძე, რომელიც ამ დრომდე 1-ელ სამხედრო ბრიგადაში მსახურობს.

"ინტერპრესნიუსმა" მოიპოვა დამატებითი ინფორმაცია, თითქოსდა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო პირის იდენტიფიკაციის შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.

რაც შეეხება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გარდაცვლილად მოხსენიებულ სერჟანტ პავლე თაბაგარს, როგორც თავდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, შეიარაღებულ ძალებში ამ სახელისა და გვარის სამხედრო მოსამსახურე საერთოდ არ ირიცხება. გვარად თაბაგარი მსახურობს მხოლოდ ერთი პირი, სახელად რევაზი, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად შვებულებაში იმყოფება.

პორტალ qiziyi.ge-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში 21 წლის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი პავლე თაბაგარი დაიღუპა. ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს მედიას, "არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა ჯარისკაცების ნათესავებს და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში".

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე