მიქელე პლაჩიდომ 37 წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა

მიქელე პლაჩიდომ 37 წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა

სერიალ "რვაფეხას" მთავარი გმირის, კომისარი კატანის როლის შემსრულებელი იტალიელი მსახიობი მიქელე პლაჩიდო მესამედ დაქორწინდა. 66 წლის მსახიობის ახალი რჩეული 29 წლის მსახიობი ფედერიკა ვინჩენტია. ფედერიკასთან ერთად მიქელე უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, მათ 6 წლის ვაჟი ჰყავთ.

ჯვრისწერის ცერემონია ქალაქ ჩისტერინოში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ძველ ეკლესიაში ჩატარდა. ნეფე-პატარძალმა ბეჭდები "ავე მარიას" საგალობლის ფონზე გაცვალეს, რომელიც ახალდაქორწინებულებისთვის მომღერალმა ალ ბანომ შეასრულა. მომღერალი მიქელე პლაჩიდოს დიდი ხნის მეგობარია.

დღესასწაული ძველ მამულში განთავსებულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაგრძელდა. ბანკეტს დაახლოებით 200 სტუმარი ესწრებოდა. დარბაზი ორქიდეებით იყო მორთული. წვეულების ბოლოს ფეიერვერკი გაუშვეს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება