47 წლის ლინდა ევანგელისტამ ეროტიულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

47 წლის ლინდა ევანგელისტამ ეროტიულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

"სუპერ ლინდა!"-ასე დაარქვეს რედაქტორებმა ფოტოსესიას, რომელშიც ტოპ-მოდელი ლინდა ევანგელისტა მონაწილეობს. 47 წლის მოდელმა ჟურნალ "W"-ს სექტემბრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

90-იანი წლების ვარსკვლავი სილამაზესა და სექსუალობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ლინდა აქტიურ მუშაობას უკვე დიდი ხანია ჩამოსცილდა,  ფოტოსესიებში, რომლებიც საინტერესოდ ეჩვენება, მონაწილეობას მაინც იღებს.

ლინდას ახალ ფოტოსესიაში ლატექსის კოსტუმი აცვია, რომელიც სიშიშვლის მხოლოდ იმიტაციას აკეთებს, მაგრამ მთლიანობაში ფოტოსესია საკმაოდ ეროტიულად გამოიყურება. საკვანძო თემაა - კანი, ლატექსი და ფერადი პლასტმასის პარიკები.

წლის დასასწყისში ლინდა ევანგელისტას სასამართლო დავებს მსოფლიო პრესა აქტიურად განიხილავდა. საქმე ის არის, რომ მან ყოფილ მეუღლესთან, მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოსთან სასამართლო განხილვა დაიწყო. ლინდას ყოფილი მეუღლე ახლა მსახიობ სელმა ჰაიეკის ქმარია. საქმე მათი საერთო შვილის, ოგის ალიმენტებს ეხებოდა. ლინდა ყოფილ მეუღლეს თვეში 46 000 დოლარს სთხოვდა. საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ თანხა პრესისთვის საიდუმლოდ დარჩა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება