მომღერლებს, სელენა გომესსა და ჯასტინ ბიბერს ურთიერთობა უფუჭდებათ. ჯასტინი იზრდება და იგი ის კეთილი, საყვარელი ბიჭი აღარ არის, რომელიც სელენას შეუყვარდა. ახლა ბიბერი საკუთარ თავსა და კარიერას პირველ ადგილას აყენებს, რაც ახალგაზრდა ლამაზმანს სწყინს.
თავის მხრივ, სელენა, ეს ”დისნეის ბავშვად” ცნობილი გოგონა, მოწიფულ, ლამაზ ქალად გადაიქცა. ჯერჯერობით, სელენა ბიბერთან დაშორებას არ ჩქარობს, რადგან მისი შურისძიების ეშინია - მომღერალმა მათი ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე გომესის და მისი ოჯახის შესახებ ბევრი საიდუმლო შეიტყო. სელენას არ სურს, რომ მისი პირადი ცხოვრების დეტალები გამოაშკარავდეს.
მომზადებულია Entertainment Wise-ის მიხედვით.