ბრიტნი სპირსს მეურვის თავიდან მოცილება უნდა

ბრიტნი სპირსს მეურვის თავიდან მოცილება უნდა

მომღერალი ბრიტნი სპირსი, რომელსაც საკუთარი მამა მეურვეობას დღემდე უწევს, საქმის მწარმოებელ მოსამართლეს შეხვდა. მომღერალი იმედგაცრუებულია, რომ საკუთარი ბედის პატრონი არ არის. მისი პირადი და იურიდიული საქმეები, 2008 წელს ვარსკვლავის ნერვული აშლილობის გამო, მისი მამის, ჯეიმი სპირსის ხელშია.

"ბრიტნი მოსამართლე რივოი ჰეტცს შეხვდა და მეურვეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მან განაცხადა, რომ ადამიანს, რომელსაც 15 მლნ დოლარიანი კონტრაქტის დადება (სატელევიზიო შოუ X Factor-თან) დამოუკიდებლად შეუძლია, მეურვე არ სჭირდება", -ამბობს მომღერლის მეგობარი.

ბრიტნის პირად ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სურს. მომღერალმა სასამართლოში განაცხადა, რომ შემოდგომიდან კვირაში ერთხელ, პროგრამა X Factor-ის პირდაპირ ეთერში იმუშავებს.

მომღერლის მეთვალყურე ექიმები თვლიან, რომ გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრება ჯერ არ შეუძლია.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება