მომღერალი ადელი საიდუმლოდ გათხოვდა, ხოლო პაპარაცებს მისი ქორწილის ფოტოები გამოეპარათ.
როგორც ჟურნალი Life&Style იუწყება, ვარსკვლავს 1 თვის წინ ჰქონდა ქორწილი. ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებულია ფოტო, სადაც ადელს შავი კაბა აცვია და ფეხმძიმობა ეტყობა; გარდა ამისა, მომღერლის თითს საქორწინო ოქროს ბეჭედი ამშვენებს. პაპარაცებმა ფოტო ლონდონში გადაიღეს.
"ადელი ძალიან ბედნიერია. ის მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მისთვის მთავარი ბედნიერება ქმარი და შვილია, რომლის დაბადებასაც მოუთმენლად ელის", - წერს Life&Style.
ვარსკვლავის რჩეული ბიზნესმენი საიმონ კონეცკია.
მომზადებულია Life&Style-ის მიხედვით.