ევა ლონგორიას ახალგაზრდა ფეხბურთელთან რომანი აქვს

ევა ლონგორიას ახალგაზრდა ფეხბურთელთან რომანი აქვს

მსახიობ ევა ლონგორიას, რომელიც ახლახან ესპანელ მომღერალს, ედუარდ კრუსს დაშორდა, ახალი საყვარელი ჰყავს. მისი რჩეული ამერიკული კლუბის New York Jets-ის მცველი მარკ სანჩეზია. ბოლო რამდენიმე დღე წყვილმა ერთად გაატარა.

37 წლის ლონგორია და 25 წლის სანჩეზი მეგობრებთან ერთად ნიუ-ჯერსიში, გოლფ-კლუბში შეამჩნიეს.

"ისინი ერთად ბევრ დროს ატარებენ. გოლფ-კლუბში სადილი მათი მორიგი პაემანი იყო. წყვილი პროდუქტების შესაძენადაც კი ერთად დადის",- აცხადებს წყარო.

ჟურნალ InTouch-ის ინფორმაციით, მსახიობმა და ფეხბურთელმა კარიბის კუნძულებზე ერთად დაისვენეს.

როგორც ჩანს, ევას სპორტსმენები განსაკუთრებით უყვარს: ადრე ლონგორია კალათბურთის ვარსკვლავის, ტონი პარკერის მეუღლე იყო, ახლა კი მასზე 12 წლით უმცროსს ფეხბურთელს ხვდება.

მომზადებულია InTouch-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: ევა ლონგორიას ახალი საყვარელი 25 წლის ფეხბურთელია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება