შაკირას პორნო-ვიდეოს გავრცელებით ემუქრებიან

შაკირას პორნო-ვიდეოს გავრცელებით ემუქრებიან

ცნობილ მომღერალს, შაკირას, მისი ორი ყოფილი მოსამსახურე 300 000 დოლარს სთხოვს ვიდეოს სანაცვლოდ, სადაც მომღერლისა და მისი საყვარლის, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს სქესობრივი აქტია აღბეჭდილი.

ლათინოამერიკელი ვარსკვლავის ყოფილი მძღოლი და დამლაგებელი აცხადებენ, რომ თუ მომღერალი მათ თანხას არ გადაუხდის, ამ პროვოკაციულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ.

მეუღლეები, 50 წლის დივერ ერნანდესი და 46 წლის მარიცა მარტინესი ირწმუნებიან, რომ პიკესა და შაკირას ინტიმური სცენების გადაღება წყვილის ერთ-ერთი მოგზაურობისას, იახტაზე მოახერხეს.

ისინი უკვე შეხვდნენ შაკირას წარმომადგენლებს და იმის დასამტკიცებლად, რომ არ ტყუიან, მათ ვიდეო უჩვენეს.

"ვიდეო 15 წუთს გრძელდება. ის საკმაოდ ცუდი ხარისხისაა და ჩანს, რომ ქალს, რომელიც ჰგავს შაკირას, თავის მეგობარ მამაკაცთან სექსი აქვს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიდეომონტაჟია", - განაცხადა შაკირას ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახლა მოსამსახურეებსა და შაკირას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დივერი და მარიცა ვიდეოს განადგურებაში 300 000 დოლარს ითხოვენ. მოსამსახურეები შაკირამ რამდენიმე თვის წინ დაითხოვა. მას შემდეგ ისინი გამუდმებით ცდილობენ, მომღერალს პრობლემები შეუქმნან. ისინი გათავისუფლებისთვის სასამართლოს გზით 200 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციას სთხოვენ.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: შაკირა ახალი იმიჯით ახალ კლიპში - Addicted to You

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება