ჯორჯ კლუნი ცოლს ირთავს

ჯორჯ კლუნი ცოლს ირთავს

ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ მეგობარ ქალს სტეისი კიბლერს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. როგორც ჩანს, 51 წლის მსახიობი ოჯახის შექმნაზე დაფიქრდა და ცოლის შერთვა გადაწყვიტა, თუმცა უცნობია, ბეჭდის ჩუქების დროს მან ხელი სთხოვა თუ არა სტეისის.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჯორჯი საკუთარი სახლის მშენებლობას შეუდგა. მსახიობმა აშენებული სახლის შეძენაზე უარი თქვა და სურს, ის საკუთარი პროექტით ააგოს.

კლუნი და კიბლერი უკვე ერთი წელია ერთად არიან. მარტში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ეს ჭორი აღმოჩნდა, ვინაიდან კლუნიმ საყვარელ ქალს ივლსიში მის მშობლებთან ერთად "ვიქენდი" მოუწყო. პაპარაცების თქმით, ჯორჯი საყვარლის მშობლებთან ასე თბილი არასდროს ყოფილა.

წარმატებული სამსახიობო კარიერის კვალდაკვალ ჯორჯ კლუნი ძალიან ხშირად იცვლიდა საყვარელ ქალებს. კინოვარსკვლავი დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ იყო. 1989 წელს ის მსახიობ ტალია ბალზამზე დაქორწინდა, რომელსაც 1993 წელს დაშორდა, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას მასთან დღემდე ინარჩუნებს.

ჯორჯ კლუნის ქალები:

კელი პრესტონი ჯორჯ კლუნი

1. კელი პრესტონი

ტალია ბალზამი ჯორჯ კლუნი

2. ტალია ბალზამი

კარენ დაფი ჯორჯ კლუნი

3. კარენ დაფი

სელინ ბალიტრანი ჯორჯ კლუნი

4. სელინ ბალიტრანი

ლიზა სნოუდონი ჯორჯ კლუნი

5. ლიზა სნოუდონი

კრისტა ალენი ჯორჯ კლუნი

6. კრისტა ალენი

სარა ლარსენი ჯორჯ კლუნი

7. სარა ლარსენი

ელისაბედ კანალისი ჯორჯ კლუნი

8. ელისაბედ კანალისი

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება