რატომ დააბრუნეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძველი სახეები

რატომ დააბრუნეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძველი სახეები

უკვე ცნობილია, რომ შოუს რუსკა მაყაშვილის მაგივრად თიკო სადუნიშვილი წაიყვანს, თუმცა მისი მეწყვილის ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. კაბუ რომ შოუს დატოვებდა, ჯერ კიდევ პირველი სეზონის დროს დაანონსდა, კბილზე გაკეთებული რთული ოპერაციის შემდეგ ისევ დაუბრუნდა, თუმცა ახალ სეზონზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ ახალ სეზონზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გავიგე. "რეიტინგის" ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს ცოტა ხნის წინ დაბეჭდილი ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან, რომელსაც ახალ სეზონში მოცეკვავის სტატუსით უნდა მიეღო მონაწილეობა. ჩვენთან ინტერვიუში რუსკა ჰყვებოდა, რომ ბერა ივანიშვილის ტელევიზია "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" სარეკლამო რგოლში მოხვედრილი მისი კადრის გამო გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერას ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მისი თქმით, ამის გამო დაბლოკეს და შოუში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ახალი სეზონის დაწყებამდე გავიგეთ, რომ რუსკა პროექტში დააბრუნეს და მეორე სეზონში მსახიობს მოცეკვავის ამპლუაში ვიხილავთ. გავიგეთ, რომ რუსკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იქნება, რომელიც გასულ სეზონზე ნუკი კოშკელიშვილს უწევდა პარტნიორობას. შოუმ მონაწილეებს კონტრაქტი უკვე გაუფორმა, რის საფუძველზეც უფლება არ აქვთ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე პრესასთან დეტალებზე ისაუბრონ, თუმცა შოუში რომ მოცეკვავის ამპლუაში დაბრუნდება, რუსკამ თავად დაგვიდასტურა.

რუსკა მაყაშვილი:

- თქვენთან დაბეჭდილი ინტერვიუს შემდეგ გიორგი არველაძეს ვესაუბრე და ყველაფერი გაირკვა. შოუში ისევ მივიღებ მონაწილეობას და აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებ.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონზე, ჩვენი ინფორმაციით, ოთხი ძველი სახე მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ მოცეკვავეების და არა, ვარსკვლავების სტატუსით. ესენი არიან გიგი გაჩეჩილაძე, რომელიც თიკო სადუნიშვილის პარტნიორი გახლდათ და ფინალში გავიდა, სალომე ჭაჭუა, რომელიც როსტოს უწევდა პარტნიორობას, ოთო ფოლადაშვილი - ნუკი კოშკელიშვილის მეწყვილე და ჯულიანა ბარგ-ნარი, რომელმაც აჩი მეფარიძის ტრავმის გამო მხოლოდ ორჯერ მოახერხა შოუში ცეკვა.

რატომ დააბრუნეს ძველი მოცეკვავეები შოუში, ამ შეკითხვით გიგი გაჩეჩილაძეს დავურეკე, რომელიც ამ ეტაპზე, შოუს ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, მაგრამ გვითხრა, რომ ისინი მაღალი რეიტინგის გამო შეარჩიეს.

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში 8 ოქტომბერს გავა. იმედია, 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცეკვის ხასიათზე ვიქნებით და ბოლომდე ვუგულშემატკივრებთ ქართული შოუბიზნესის ახალ თუ ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს…. ბუკლიკო კი არ მოგაკლებთ საინტერესო ინფოებს შოუს შესახებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: გაუშვეს თუ არა კაბუ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-დან უჩანეიშვილთან შელაპარაკების გამო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება