ყოფილი საქმრო შაკირას საუკეთესო წლების შეწირვისთვის 45 მლნ დოლარს სთხოვს

ყოფილი საქმრო შაკირას საუკეთესო წლების შეწირვისთვის 45 მლნ დოლარს სთხოვს

კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას ყოფილი საქმრო, არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, ფერნანდო დე ლა რუა ანტონიო მომღერალს სასამართლოში უჩივის და მისგან 45 მლნ დოლარს ითხოვს. წყვილი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად 2011 წლის იანვარში დასცილდა.

ანტონიო საკუთარ ფინანსურ პრეტენზიებს იმით ხსნის, რომ მომღერალთან თანაცხოვრების დროს მას სარეკლამო აგენტის კარიერის დათმობა უწევდა და მომგებიან კონტრაქტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც მისთვის 200 მლნ დოლარზე მეტის მოტანა შეეძლო, უარს ამბობდა. დე ლა რუას თქმით, მან მომღერლის კარიერას თავი მიუძღვნა, რადგან მისი აგენტი იყო.

არგენტინელმა ჩათვალა, რომ სრულიად კანონიერი იქნება მათი ერთად ყოფნის დროს მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხის, 252 მლნ დოლარის 18%, ანუ 45 მლნ დოლარი მოითხოვოს. დე ლა რუა შაკირასთან ერთად შეძენილი ურუგვაის მამულისა და ნიუ-იორკის აპარტამენტებითაც არის დაინტერესებული.

ამასთან, მომღერლის ადვოკატმა განაცხადა, რომ შაკირა ვალდებული არაა რაიმე დამატებითი თანხა გადაიხადოს, გარდა იმისა, რაც შეყვარებულებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში იყო განსაზღვრული. შეთანხმება საქორწინო კონტრაქტის მსგავს დოკუმენტს წარმოადგენს.

ანტონიო დე ლა რუა და შაკირა 2 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად მომღერალი საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მცველს, ჟერარ პიკეს ხვდება და მისგან ბავშვსაც ელოდება. პრესის ინფორმაციით, მომღერალმა 2013 წლის იანვრის ბოლოს უნდა გააჩინოს.

მომზადებულია Colombia Reports-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება