საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს

საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს

ჟურნალმა Vanity Fair-მა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს მასალებს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს საიეტოლოგია ტომ კრუზის ოჯახურ ცხოვრებაზე, მორიგი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ 2001 წელს ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის განქორწინების შემდეგ, სწორედ საიენტოლოგების გამო ჩამოშორდნენ კიდმანს აყვანილი შვილები.

11 წლიანი ქორწინების დანგრევის შემდეგ, ტომმა და ნიკოლმა ბავშვებზე მეურვეობა გაინაწილეს, თუმცა როგორც ჟურნალ Vanity Fair-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა საიენტოლოგმა, მარტი რეტბანმა განუცხადა, კიდმანს არ სურდა რაიმე შეხება ჰქონოდათ ამ რელიგიასთან. კრუზს კი მათი შვილების სწორედ საიენტოლოგიის ტრადიციებით აღზრდა სურდა. სწორედ ამიტომ, საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს. საიენტოლოგებმა მსახიობი S.P-დ (suppressive person) მონათლეს,  რაც ქართულად "დამთრგუნველ პირს" ნიშნავს.

საიენტოლოგ ჯონ ბრუსოს განცხადებით, ტომ კრუზი ორ შვილთან ერთად პერმანენტულად ესწრებოდა ეკლესიის სემინარებს, სადაც მათ უხსნიდნენ, თუ რას ნიშნავს "დამთრგუნველი პირი" და როგორ უნდა ამოეცნოთ ის.

"ბავშვებმა ნიკოლს ზურგი შეაქციეს, რადგან მათ ასეთი ინსტრუქცია მიიღეს. ისინი მეჩურჩულებოდნენ: "ჯონ დედაჩვენი S.P-ია! ჩვენ არ გვინდა მისი ნახვა და მასთან ურთიერთობა!" - განაცხადა ჯონ ბრუსომ.

ჟურნალის ინფორმაციით, კიდმანი ვერ იტანდა საიენტოლოგთა შეხვედრებს, ხოლო საიენტოლოგებმა საკუთარ მრევლს კიდმანის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ნახვა აუკრძალეს.

რამდენიმე დღის წინ ტომ კრუზმა განაცხადა, რომ გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს ყოფილი მეუღლე, კეტი ჰოლმსი მისთვის საიენტოლოგიის ლიდერებმა შეარჩიეს, სიცრუეა.

მომზადებულია Vanity Fair-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: ნიკოლ კიდმანი - გლამურული მეძავი V magazine-ის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება