ქალი, რომელმაც შიშველი პრინცის სურათები ტაბლოიდს მიჰყიდა, დააკავეს

ქალი, რომელმაც შიშველი პრინცის სურათები ტაბლოიდს მიჰყიდა, დააკავეს

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე 40 წლის კერი რაიჰერტი დააკავეს, რომელიც ლას-ვეგასში ბრიტანელი პრინცი ჰარის სკანდალურ წვეულებაში მონაწილეობდა. დაკავებულს 22 000 დოლარს ედავებიან. მას საბანკო ქვითრების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, სან-დიეგოს მკვიდრ კერი რაიჰერტს მისისიპის შტატის ჰარისონის საგრაფოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ეძებდნენ, სადაც რაიჰერტი თაღლითობაში ჯერ კიდევ 2003 წელს ამხილეს.

კერიმ რამდენიმე ამერიკულ ტაბლოიდს გულახდილი ინტევრიუ მისცა, რომელშიც ჰარის "მეფური წვეულების" დეტალები გაამხილა. კერი აცხადებს, რომ 20 წუთი სრულიად შიშველ ჰარისთან ერთად გაატარა, რადგან ბილიარდის თამაში წააგეს. სანაძლეო გაშიშვლებას უკავშირდებოდა.

შიშველი პრინცი ჰარი ლას-ვეგასში წვეულებაზე"ეს უფრო სახალისო იყო, ვიდრე რომანტიკული. მართალია, პრინცი სრულიად შიშველი იყო, მაგრამ ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა. ამასთან, ის მთვრალი იყო", - განაცხადა კერიმ.

რაიჰერტი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე გოგონას შორის, რომლებიც აგვისტოს ბოლოს ლას-ვეგასის სასტუმროს ლუქსში პრინცის წვეულებაზე მიიწვიეს.

მას შემდეგ, რაც შიშველი ჰარის ფოტოები პრესაში გავრცელდა, სამეფო ოჯახის წევრებმა სკანდალის ჩასაფარცხად ყველაფერი გააკეთეს. ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრი მითითება მიიღეს, რომ პროვოკაციული ფოტოები არ გამოექვეყნებინათ.

თავად 27 წლის პრინცს სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ის სამშობლოში სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა